19/05/2024
Latest:
საზოგადოება

რას აპირებს ტრამპი

რას აპირებს ტრამპი? მაინც რატომ მისცა ხმა ამერიკამ ტრამპს? რატომ არის შეშფოთებული მეორე ნახევარი ამერიკის. ვფიქრობთ, ამაში გარკვევის მიზნით მისი ერთ–ერთი საჯარო გამოსვლა დაგეხმარებათ.

ამონარიდი დონალდ ტრამპის მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლიდან:

“დიდი პატივია ჩემთვის წარვსდგე თქვენს წინაშე აქ, გეტისბერგში, კურთხეულ მიწაზე, სადაც ათასობით ადამიანმა შეწირა სიცოცხლე თავისუფლებას.
არ ვარ პოლიტკოსი და არასოდეს მსურდა გამვხდარიყავი.
დამიჯერეთ, ეს ასეა.
მაგრამ, დღეს დავიანახე, რომ ქვეყანა იღუპება და არ შემძლო გვერდიდან მეყურა ამისთვის.
ბერი სიკეთე მაჩუქა ამ ქვეყანამ და უნდა მემოქმედა!
ბევრი წელია ახლოს ვიცნობ ამ ქვეყნის მართის სისტემას.
მე დიდი ხანი ვიყავი მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
მე ვიცი , როგორი პოლიტკური თამაში მიდის ვაშინგტონსა თუ უოლ-სტრიტში.
მე ვიცი, როგორ გღლეტავენ, თაღლითობენ უბრალო ადამიანებს, როგორ მდიდრდებიან თქვენს ხარჯზე .
დღეს, თითქმის ყველა მეოთხე შრომისუნარიანი ამერიკელს არ აქვს სამუშაო.
45 მილიონი ამერიკელი იღებს საკვების ტალონებს,47 მილიონი ცხოვრობს სიღარიბეში.
ხელისუფლების თამაშები, ყველაფერი ეს აისახება არამდიდარ მოსახლეობაზე, აფროაამერიკელების, ლათინოსების ცხოვბრებაზე.
ჩვენ გავუცრუეთ მათ იმედები.

საზღვარგარეთ ავანტურულ ომებში ვერთვებით, რომლებიც უსასრულობამდე იწელება დროში, წინასწარ მარცხისთვის წარმოებულ ომებში იმიტომ, რომ მათ წამომწყებებს არ ძალუძთ ამ ომების მოგება.
ამავდროულად ამ ქვეყანაში ჩვენი ომის ვეტრანები იღუპებიან სამედიცინო დახმარების ლოდინში.
დღესი 22 ადამიანი წარმოგიდგენიათ?
გაბზარული სისტემა ვერ გამთელდება, ის უნდას შეცვალოს.
სისტემას რომ ბზარი აქვს ფაქტია.

ამიტომაცაა რომ , ვაშინგტონური ისტებლიშმენტი ასე გამწარებული ცდილობს ჩვენს შეჩერებას.
ეს სისტემა არასიცოცხლისუნარიანია და დაფუძნებულია თღლითობაზე.
დავიწყოთ არჩევნების გაყალბების შესახებ. აშშ-ში 24 მილიონი მოქალაქის რეგისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა, 1, 8 მილიონი მკვდარი სულია ამომრჩეველთა სიაში და თურმე ისინიც აძლევენ ხმას.
დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 14 %-ს სულაც არა აქვს ამერიკის მოქალაქეობა.
ესაა თაღლითური სისტემა და ჰილარი კლინტონს საერთოდაც არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილობის უფლება. მაგრამ, მას გამოძიების ფედერალური ბიურო და იუსტიციის სამინისტრო მფარველობს.
კლინტონმა ბერჯერ იცრუა FBI-სთან და კონგრესთან.
FBI-ს დაკითვისას მან 39 -ფერ დააფიქსირა პასუხი- “არ მახოვს”, თუმცა რაც საჭიროა კარგად ახსოვს!
კონგრესში დაბარების წინ 43.000 წერილი საერთოდაც წაშლა კომპიუტერიდან. დამსახურებულ გენერალს ჯეიმს კარტრაითს კი 5 წელს უსჯიან იმის გამო , რომ მან მხოლოდ ერთხელ იცრუა FBI-თან.
თან გენერალმა იცრუა, მხლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ინეტრესების გამო.
გენერალს არა, ჰილარის კი აქვს ტყუილის თქმის უფლება, პრეზიდენტობის კანდიდატობაც შესაძლებელია მისთვის.
იკითხვათ რატომ დართეს მას ამის ნება?

სამარცხინო “ზომიერი” მედია კორუფციული სახელმწიფო მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილია.
საინფორმაციო საშუალებები ცრუობენ, ამახინჯებენ მოვლენებს, სინამდვილეს.
ცდილობენ მათთვის არახელსაყრელი პერსონების დემონიზებას.
ცდილობენ მათ საშიშ, ბოროტ ადამიანებად წარმოჩინებას.
არასდროს არ აშუქებენ ჩემს შეხვედრებს, მიტინგებს, არასდროს არ საუბრობენ მათ მრავლრიცხოვნობაზე, პირიქით, აკნინებენ მათ მნიშვნელობას.
საპირისპიროს აკეთებენ ჰილარის მიმართ.. თითქოს მას ზღვა ხალხი ხვდება მას.. თუმცა, ძალიან კარგად იციან რომ ეს ბლეფია, თქვენც იცით რომ ეს ტყუილია, ჰილარის არავინ არ ხვდება.
სამმა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით პირველ ადგილას. მაგრამ ამას არავინ აშუქებს, პრესა დუმს .
არ სურთ საუბარი და მორჩა. მათ სურთ ჩაახშონ ჩემი ხმა, ამერიკელი ხალხის ხმა.
აი, ამ ხელისუფებას ვებრძვით და მასთან გვაქვს საქმე.

CNN-ს ყიდულობს Time Warner-ს , ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ეს გამოიწვევს ძალაუფლების განსაკუთრებით კონცენტრაციას ერთი ადამიანის ხელში.
რატომღაც Washington Post -ის მესაკუთრე Amazon არ იხდის იმ რაოდენობის გადასახადს, რაც ეკუთვნის.
ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ძალიან ბინძურ თამაშს ეწევა ეს კომპანია მსოფლიო ბაზარზე. საუბარია მილიარდობით დოლარზე.
ანუ სისტემის შიგნით ყალიბდება ერთი დიდი სტრუქტურა , უდიდესი ძალაუფლების მქონე, რომელიც გეუბნებათ თქვენ როგორ იფიქროთ, რა გააკეთოთ..
აი, ესეთი გარიგებები ღუპავენ დემოკრატიას და ჩვენ ამას შევცლით.
მთავრობის ადმინისტრაციას არც უნდა დაეშვა ასეთი საეჭვო გარიგებების არსებობა, თუმცა სწორედ ისინი ცდილობენ მოწამლონ საზოგადოების აზროვნება.
წინასაარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად მატყუარა ქალები მომიქსიეს..
დამთავრდება არჩევნები და ყველა მატყუარა დაისჯება.

ცუდია… ერთი ზარი და ამ მატყუარებს ხსნილი აქვთ სანფორმაციო საშუალებები, მათ სინამდვილეს არავინ ამოწმებს, არც აინტერესებთ,მთავარია თქვეს და დაგაბრალეს!
რატომ ვამბობ და რატომაა ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის? იმიტომ, რომ მე , ადამიანს ვისაც საპასუხო ქმედებების თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობები გამაჩნია ასეთ რამეს მიკეთებენ, წარმოიდგინეთ რას გიზამენ ისინი თქვენ, უბრალო ადამიანებს?
რა ბედი გელით თქვენ, თუნდაც უსაფრთხოების მხრივ, რა ბედი ელის თქვენს სამსახურს, განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას?
კლინტონის შტაბის დაქირავებული აგენტები ცდილობდნენ ჩვენი მიტინგების ჩაშლას.
ჩვენ მოივიძეთ და გვაქვს ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები. მაგრამ მათ დღეს ვერავინ შეეხება, ისევ და ისევ ამ თაღლითური სიტემის გამო. მაგრამ, მე ვპირდები მათ ისვე , როგორც ჩემ ცილისმწამებელ ქალბატონებს სასამართლოში წარდგომას ძალიან მალე, გაფაციცებით ველი ამ დღეს.

მიზანი ამ თაღლითობის ძალაუფლების შენარჩუნებაა ხელისუფლების იმ გაქსუებული ისტებლიშმენტის ვინც კორუფციულ გარიგეგბშია შემჩნეული.
მათ არ აინეტრსებთ, რომ ისინი თავიანი ინტერესების დაცვის გამო გაზარალებენ თქვენ და თქვენ ინტერესებს.
ჩემი ინტერესი თქვენ ხართ, ჩემი ხალხი, ყველა ამერიკელი.
საერთოდ არ მსურდა ამ გაუგებრობაში შეძრომა, ძალიან რთულია, მაგრამ სხვგავრად არ შემეძლო.

მე მიყვარს ეს ქვეყანა და მე მიყვარს ეს ხალხი , ამიტომაც ვარ თქვენთან და ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი.
ყველას გვესმის, რომ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება იმ პოლიტიკოსების მიერ, ვინც ეს თავად შექმნა.
ჰილარი მე კი არა, გარდაქმნებს ეწინააღმდეგება. ის ამერიკელ ხალხს ეწინააღმდეგება.
უნდა გავიცნობიეროთ, რომ ჩვენ ეხლა გზაჯვარედინზე ვიმყოფებით.
ჩვენ უნდა ავირჩიოთ – წარსულის შეცდომებს გავიმეორებთ, თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენს ლამაზ , საყვარელ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.
მე მჯერა ამის.
ჩემი ეკონომიკური პროგრამაა -10 წელში 25 მილიონი სამუშაო ადგლის შექმნა.
დღეს ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინებაა- მექსიკაში,სხვა ქვეყნებში…
დღეს ეს ცალმხრივი მოძრაობაა.

დამიჯერეთ ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება.
მე დავამარცხებ გიგანტურ (ელიტურ) კორუფიას ხელისუფლებაში.
ჩვენ დავაშრობთ ვაშინგტონის ჭაობს და შევცლით სახალხო ხელისუფლებით, რომელიც იქნება ხალხისთვის და რომელსაც მართავს თავად ხალხი.
დამიჯერეთ, არაფერია ამქვეყნად ამერიკულ ხასიათზე ძლიერი!
ვთხოვ ამერიკელ ხალხს კვლავ ისწავლოს ოცნება!

მე გთავაზობთ ჩემს 100 დღიან გეგმას ძველი დიდების დასაბრუნებლად.
ესაა კონტრაქტი დონალდ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს შორის, რაც გულისხმობს ვაშინგტონში პატიოსნების აღდგენას და საქმისადმი პასუხიმგებლობით მიდგომას.
სამუშაო კაბინეტში შესვლის დღიდან პირველი, რასაც გავაკეთებ ეს იქნება ბრძოლა კორუფციის და ბიზნესში კორუფციული ელემენტების შერწყმის წინააღმდეგ, ამისთვის საბრძოლველად მივიღებ ექვსპუნქტიან კანონს,  აუცილებელია კონსტიტუციის შესწორება, რის მიხედვითაც კონგრესმენებს არჩევის უფლება შეეზღუდებათ, ( მაკკეინი მე-6 ჯერ გახდა კონგრესმენი- რედ.)
დღეს, ახალ -ახალი რეგულაციები ღუპავენ ქვეყანას, ჩვენ დავაწესებთ ისე, რომ ყოველი ახალი რეგულაციის მიღების დროს გაუქმდება მოქმედი ორი ძველი, თეთრი სახლის და კონგრესის ყოფილ თანამშრომლებს 5 წლით აკერძალებათ ლობისტობა, საერთოდ აიკრძალება უცხო სახელმწიფოთა მთავრობების ლობისტობა, გავაუქმებ ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რასაც ხელი მოაწერა ბილ კლინტონმა და რაც საზიანოა ქვეყნისთვის,
დავავალებ ფინანსთა მინისტრს ჩინეთი გამოაცხადოს ფინანსურ მანიპულტორად, რადგან მათ თავიანთი სავალუტო თამაშებით ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენეს. მე მათ არ ვერჩი, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და ჩვენი პოლიტიკოსების შეცდომებით ისარგებლეს.

მე დავამყარებ წესრიგს კონსტიტუციურ სფეროში.
ობამას მიერ მიღებული ყველა არაკონსტიტუციური აქტი და ბრძანება გაუქმდება
8 ნოემბერს თქვენ ხმა უნდა მიცეთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხებას და პატიოსან მმართელობას.“