09/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი მოეწყობა

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერის განმარტებით, ბაღის პროექტი იაპონიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით შემუშავდა.
“მათ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გადმოგვცეს და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მის ერთ-ერთ ნაწილზე თანამედროვე იაპონური ბაღი კეთდება. ეს ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვის კიდევ ერთი მაგალითია”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ბოტანიკური ბაღის 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხზე გაიმართა.