როგორ უნდა აარჩიოთ სასურველი თანამშრომელი გასაუბრებაზე
გასაუბრებაზე დასასმელი კითხვები, რომლებიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ შესაფერისი თანამშრომლის ამორჩევაში
სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 5 წლის შემდეგ ? მომიყევით იმ შემთხვევის შესახებ როდესაც ლიდერის თვისებები წარმოაჩინეთ? რა არის თქვენი უდიდესი სისუსტე ?
ეს სწორედ ის კითხვებია რომლებსაც სავარაუდო კანდიდატებს ყველა გასაუბრებაზე უსვამენ. ამიტომ ყველას უკვე აქვს სტანდარტული პასუხი მომზადებული.
მაგრამ მსგავსი ადვილად პასუხგასაცემი კითხვები უფრი და უფრო ნაკლებად შეესაბამება იმ მაღალ თანამდებობას რომლისკენაც მიიწევთ. გასაუბრების დასახვეწად Quartz გაესაუბრა 10 აღმასრულებელ დირექტორს და თითოეულს გამოჰკითხა თუ რა არის ის ერთი გადამწყვეტი კითხვა, რომლის შემდეგაც კანდიდატის დაქირავების შესახებ იღებენ გადაწყვეტილებას . ამ საქმეს ყველა სხვადასვაგვარად უდგობა, მაგრამ ყველა ერთ მიზანს ემსახურება, დაადგინონ სავარაუდო თანამშრომლის გონებრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
„რა გირჩევნიათ პატივს გცემდეთ თანამშრომლები თუ თქვენი ეშინოდეთ ?“
მაიკლ გრეგორი CA Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი აღიარებს, რომ გასაუბრების მისი საუკეთესო კითხვა ცოტა მაკიაველის სტილისაა. „ თეორიულად ამ კითხვას სწორი პასუხი არ აქვს, ხალხი კი ამ კითხვას არასდროს არ ელის და ამიტომ ეს მიდგომა ყოველთვის მეხმარება გავარკვიო თუ რამდენად დარწმუნებულები არიან კანდიდატები რომ ლიდერის თვისებების აქვთ“.
„ დღეს აქ რატომ ხარ ?“
Travelport-ის აღმასრულებელი დირექტორი გორდონ უილსონი საჭირო კადრების მოსაძებნად ამ მრავლისმომცველ კითხვას იყენებს.
„ გაკვირვებული ვარ რამდენი კანდიდატი საუბრობს სასურველი სამუშაოს უპირატესობაზე და არა იმ უპირატესობებზე რასაც მუშაობის შემთხვევაში კომპანიას მოუტანენ. ეს მეხმარება გავარკვიო თუ როგორ იმუშავებს კანდიდატი, ჯგუფს შეუერთდება თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნებს“.
„ რა არის ცხოვრებაში თქვენი მთავარი მიზანი ?“
ამ კითხვას უსვამს კანდიდატებს SOHO-ს თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ზჰანგ ხინი. პასუხის გამცემმა კანდიდატებმა უნდა იცოდნენ დირექტორის წარსული. მილიარდელმა ქალბატონმა საკუთარი იმპერია ნულიდან ააგო. ქარხანაში მუშაობის და ფულის შეგროვების შემდეგ ინგლისში სასწავლებლად გაემგზავრა, წამოწყებული სამუშაო კი მალე ჩინეთის უდიდეს საოფისე დეველოპერად იქცა.
ზჰანგის განცხადებით ის განსხვავებულად მოაზროვნე თანამშრომლებს ეძებს.
„ ვეკითხები თუ როგორ ეპყრობოდნენ „
„ მე ველაპარაკები მათ მძღოლებს, ჩემს თანაშემწეებს, მისაღებში მომუშავე პერსონალს. მათ ვეკითხები თუ როგორ მოექცა ან გამოელაპარაკა მათ ახალი თანამშრომელი და სწორედ ასე ვხვდები როგორ მოქმედებს და მუშაობს ის“ – განაცხადა Tupperware-ის აღმასრუელბელმა დირექტორმა, რიკ გოინგსმა.
ის ახალ თანამშრომლებში არაკოგნიტური უნარების შეგრძნებას ეძებს. ეს კი ლიდერისთვის საკუთარი გუნდის მართვისა და შთაგონებისთვის საუკეთესო საშუალებაა. რიკი აღნიშნავს რომ კანდიდატზე ინფორმაციის მისაღებად გასაუბრება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლების გამოკითხვა.
„ რომელია სასურველი უძრავი ქონება სამაგიდო თამაშ მონოპოლიაში და რატომ ?„
კენ მოელსი საინვესტიციო ბანკის Moelis & Co-ს დამაარსებელი სწორედ ამ მოულოდნელი კითხვით განსაზღვრავს კანდიდატების დამოკიდებულებას რისკთან და ჯილდოსთან დაკავშირებით.
„ მომიყევით თქვენი წარუმატებლობის შესახებ „
წარუმატებლობების შესახებ საუბარი დირექტორებისთვის ამოჩემებული იდეასავითაა.
„ადამიანს რომელსაც შეუძლია ღიად, სამართლიანად და დაწვრილებით ილაპარაკოს თავის წარუმატებლობაზე მიმზიდველიც კია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მიხვდა რა შეცდომა დაუშვა და რა არის საჭირო ამის გამოსასწორებლად. მიღებული ცოდნა მას დაეხმარება გახდეს უკეთესი ადამიანი, პარტნიორი, ლიდერი და მენეჯერი“ – გამაცხადა ამერიკული სადაზღვეო ჯგუფის MassMutual-ის დირექტორმა როჯერ კრანდელმა.
მსგავს ტაქტიკას იყენებს Algebris-ის დამაარსებელი დავიდ სერრა. ის უფრო პირადულ მიდგომას იყენებს „ რომელ შეცდომას ნანობთ ყველაზე მეტად და რა ისწავლეთ ამ შეცდომიდან ?“
საფინანსო ფირმებს საფრთხე ყოველ მოსახვევში ელოდებათ. ამიტომაც მენეჯერები არჩევენ ისეთ თანამშრომლებს რომლებიც კრიტიკული მდგომარეობის დროს შეძლებენ ცივი გონების შენარჩუნებას და მიხვდებიან რომ ზოგჯერ საკუთარი მოქმედებები იწვევს პრობლემებს.
„ მომიყევით როცა 7-8 წლის იყავით ვინ გინდოდათ გამხდარიყავით?“
Barclays-ისის წარმომადგენელი ბარბარა ბარნი აღიარებს რომ კანდიდატებს ე.წ. „თვითმფრინავის ტესტს“ უტარებს ანუ ეკითხება მასთან ერთად ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესში მგზავრობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა დროის სასიამოვნო საუბრით გაყვანა. საუბრის წამოწყების საუკეთესო საშუალებად კი ბარბარა ბავშვობის ოცნებების გახსენებას მიიჩნევს.
ღვინის სიის ტესტი
ტრადიციული ინტერვიუს მაგივრად Infor-ის დირექტორი ჩარლზ ფილიპსი კანდიდატებს სავახშმოდ პატიჟებს, რომელსაც კომპანიის წარმოადგენლებიც ესწრებიან. „მე ვაკვირდები თუ როგორ იქცევიან მოულოდნელ ვითარებაში“ – განაცხადა მან.
„ტესტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ღვინის არჩევა წარმოადგენს. კანდიდატმა უნდა დაარწმუნოს ჯგუფი რომ კარგად ერკვევაში სასმელში, ან დახმარება ითხოვოს ან ყველაზე ძვირადღირებული ამოარჩიოს. მთავარია თუ როგორ ამოარჩევს და თუ როგორ წარმოუჩენს მას დამსწრე საზოგადოებას. გასათვალისწინებელია ასევე მისი მომსახურე პერსონალთან დამოკიდებულებაც.“ – განაცხადა ფილიპსმა.
საუბრის სასურველ თემაზე გამართვა
Tech Mahindra-ს წარმომადგენელი ატულ კუნვარი კანდიდატებს მათთვის სასურველ თემაზე ელაპარაკება, მაგალითად რა ჰობია აქვთ, რა აინტერესებთ ცხოვრებაში, რისი კეთება მოსწონთ.
„ ერთმა მითხრა რომ სიმღერა მოსწონდა და მე ვთხოვე რომ რამე შეესრულებინა, რაც ძალიან კარგად გააკეთა. ჩემთვის მნიშვნელობა ჰქოდა არა იმას თუ როგორ მღეროდა ის, არამედ ხალხთან ურთიერთობის დამყარების უნარს და საკუთარი თავის რწმენას“.