საზოგადოება

“ყველა ოპონენტს, ექსპერტს და მედიას, ვთხოვ, მოჭრილი კუთხით ნუ უყურებთ ჯანდაცვას“

სიონის საკათედრო ტაძარში, მარიამობის ლიტურგიის დასრულების შემდეგ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერკეენკომ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტის კორექტირება არ მიმდინარეობს, რადგან წლის დასაწყისში სამინისტროში შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, რაც გაგრძელდება.

მინისტრმა ოპონენტებს, ექსპერტებს და ჟურნალისტებს მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელებულ პროექტებს არა მოჭრილი კუთხით, არამედ სისტემურად შეხედონ.

„სამედიცინო ჯანდაცვითი პროგრამების მიმატება-გამოკლებაში მნიშვნელოვანია სისტემურად შეხედოთ ყველაფერს. მილიონი რომ მოაკლდა, დაემატა 9 მილიონი როდესაც მოხდა გადანაწილება C ჰეპატიტის პროექტში. ასე, რომ ყველას ოპონენტს, ექსპერტს და მედიას ვთხოვ, ერთი მოჭრილი კუთხით ნუ უყურებენ ჯანდაცვას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას“ – განაცხადა სერგეენკომ.