21/05/2024
Latest:
სხვა

აზერბაიჯანული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 1 ადამიანი – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სიუნიქში, აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, – ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„13 თებერვალს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სიუნიქში, სოფელ ნერკინ ხანდის მახლობლად მდებარე სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად, სომხეთის მხარეს დაიღუპა ოთხი და დაშავდა ერთი ადამიანი“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური მხარე ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის საპასუხოდ, საზღვარზე ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს.

კომენტარის დატოვება