03/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუბლი ნახევარ საათში 4 პროცენტით დაეცა

რუსეთში დოლარის და ევროს ფასები იზრდება. ექსპერტების განცხადებით სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობას აღწევს. მაშინ როცა ექსპორტიორები ვალუტის გაყიდვას არ ჩქარობენ დანარჩენმა მოთამაშეებმა უკვე მათი შესყიდვა დაიწყეს. მათ მალე მოსახლეობაც შეუერთება.

1998 წლის შემდეგ პირველად რუსულ სავაჭრო ბირჟაზე დოლარის ფასი 84 რუბლს აჭარბებს და 84,81 აღწევს, ეს კი გუშინდელ მაჩვენებელზე 4,19 პროცენტით მეტია.

ზრდა შეინიშნება ევროს ფასშიც, რომელიც უკვე 92,55 რუბლს აღწევს. ეს 4,4 პროცენტით მეტია გუშინდელ სავაჭრო ფასებთან შედარებით. ევროპული ვალუტის რუბლთან მიმართების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის 16 დეკემბერს დაფიქსირდა, 100,74 რუბლის სახით.

 “Aton”- ის ხელმძღვანელმა იაროსლავ პოდსევადკინმა განაცხადა: „დღესასწაულების შემდეგ სავაჭრო ბაზრის მსგავს დაცემა მოსალოდნელიც კი იყო და არ გაგიკვირდეთ თუკი ვალუტის ფასი 85-100 რუბლსაც კი მიაღწევს. ყველაფერი დანარჩენი კი ცენტრალური ბანკის რეაქციაზე არის დამოკიდებული“ . მისგან განსხვავებით სხვა ექსპერტები ბანკის ჩარევას ჯერ-ჯერობით არ ელიან. ამის მიზეზად კი ნავთობის ფასის კლების ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედებას ასახელებენ.

 ING-ს მთავარი ეკონომისტი დიმიტრი პოლევოიც იგივე აზრს ემხრობა და აცახდებს რომ ცენტრალური ბანკი შესაძლოა თვალს ადევნებს განვითრებულ მოვლენებს მაგრამ სავაჭრო ბირჟაზე და მოსახლეობაში პანიკის გამოწვევამდე არ აპირებს საქმეში ჩარევას.

„ბანკისმოქმედება ვერ შეაჩერებს რუბლის გაუფასურების მიზეზს – ნავთობზე ფასის კლებას. შემოსავლების დიდი რაოდენობით კლების გამო კი მოსახლეობის რეაქცია ვერც კი შეედრება 2014 წელს მოხდარს“ – აღნიშნა პოლევოიმ.

“Discovery”- ის ტრეიდერი სერგეი ფიშგოიტი კი რუბლის გაუფასაურებას ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას უკავშირებს, რომლის თანახმადაც რუსული რუბლი მის საწყის ღირებულებას აღწევს. ტრეიდერის განცხადებით ბაზარზე არსებული პანიკის შედეგად ყველა ვალუტას ყიდულობს, მაშინ როცა ექპორიტორები დოლარის და ევროს შენარჩუნება შეძლებენ.

 CIB–ს ტრეიდერის კოულ აკერსენის განცხადებით გუშინ რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში მინიმალურ ნიშნულს აღწევდა. მსგავსი შედეგი 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ იყო დაფიქსირებული, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური და ტექნიკური დონე იყო რუსული ეროვნული ვალუტისთვის.

„ სავაჭრო ბაზარზე ავტომატურად აკრძალა ოპერაცების შესრულება. ამის შედეგად კი მოსახლეობამ უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო“  – განაცხადა კოულმა თავის განხილვაში.

რუბლის დევალვაცია  ნავთობის საერთაშორისო გაუფასურებს ფონზე ხდება. ჯერ ჯერობით Brent–ის მარკის ნავთობის, მარტის ფიუჩერსების ფასი ბარელზე  27,59  დოლარს შეადგენს.

2016 წლის 21 იანვრისთვის დოლარის ოფიციალური კურსად 79,4614 რუბლი არის დადგენილი, ხოლო ევროსი კი – 87,0314.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოპტიმისტური განცხადების მიხედვით რუბლის გაუფასურება ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას.

RBC.ru