07/05/2024
Latest:
მსოფლიო

სომხეთმა საკუთარი წარმოების სმარტფონი ArmPhone გამოუშვა

კომპანია Technology and Science Dynamics (TSD)-მა, რომელიც სომხური წარმოების სმარტფონებსა და ტაბლეტებზე მუშაობს, პირველი სმარტფონი ArmPhone გამოუშვა.
როგორც TSD-ში აცხადებენ, კომპანია მომხმარებელს 5 სხვადასხვა მოდელს შესთავაზებს.

„კომპანიის დევიზია „დადგა სომხური ნაწარმის დრო“. ჩვენ წარმოვადგენთ პირველ სომხურ ტელეფონებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისი დიზაინით და ხელმისაწვდომობით, არამედ ამოცანების შესრულების მაღალი უნარით გამოირჩევა, რომელიც ყველა მომხმარებელს დააკმაყოფილებს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

მწარმოებლების განცხადებით, „სმარტფონი“ ახალგაზრდა სომეხი სპეციალისტების მიერ არის დამზადებული და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს არაფრით ჩამოუვარდება. „სმარტფონები“ თავდაპირველად მხოლოდ სომხეთში გაიყიდება.

მანამდე კომპანია Technology and Science Dynamics-მა სომხური პლანშეტიც გამოუშვა.