მსოფლიო

ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ირანი, ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთის შესავიწროებლად, ევროპულ მომხმარებლებს ბარელ ნავთობს 6,55 დოალრად მიაწვდის. თუმცა, საუდის არაბეთი იგივე საქმეს მხოლოდ 4,85 დოლარად ასრულებს.

Gazeta.Ru-ს მიხევით,  საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დღევანდელი კონკურენციის შედეგად, ევროპის ნავთობის ბაზარზე არსებული შემოთავაზებები უკანსკნელი 7  წლის მანძილზე უმცირეს ნიშნულებს აღწევს.

ამასთან, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ნავთობზე უფრო მაღალი ფასის არსებობის შემთხვევაში, ირანულ „შავ ოქროზე“ უფრო დიდი ფასდაკლება იქნებოდა.

ირანის და საუდის არაბეთის მსგავსი სტრატეგია ოპეკის წევრ ქვეყნებს ხელს უშლის საერთო გადაწყვეტილების მიღებაში.

სანამ ეს ამბავი ცნობილი გახდებოდა Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ისევ დაეცა და ბარელზე 28 დოლარს შეადგინა.