04/05/2024
Latest:
მსოფლიო

საბანკო ტრანზაქციების სისტემა “ვიზა” რუსეთის საბანკო ბარათებს აღარ მოემსახურება

საერთაშორისო საბანკო ტრანზაქციების უზრუნველყოფის სისტემა “ვიზა”, პირველი ოქტომბრიდან რუსეთის საბანკო ბარათებს აღარ მოემსახურება.

ამის შესახებ “ვიზამ” ყველა რუსულ ბანკს უკვე შეტყობინება უკვე გაუგზავნა. ინფორმაციას სააგენტო “იტარ-ტასი” რუსულ გამოცემა “კომერსანტზე” დაყრდნობით ავრცელებს.

დათქმული ვადის შემდეგ, “ვიზა” იხსნის პასუხისმგებლობას, რუსული ბანკების მხრიდან შესული ლოკალური ხასიათის ტრანზაქციების გარანტირებულად დამუშავებაზე.

“ვიზას” რუსეთში საბანკო ტრანზაქციების მომსახურების ეროვნული სისტემა ჩაანაცვლებს რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და რომელიც სრულყოფილად ამ წლის მარტის ბოლომდე უნდა ამოქმედებულიყო.