მსოფლიო

ნავთობის ფასი 12 წლიან მინიმუმზეა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა. შავი ოქროს ღირებულება განსაკუთრებით ლონდონის ბირჟაზე დაეცა.

ერთი ბარელი ბრენტის მარკის საწვავი უკვე 33 დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ 34 დოლარზე ქვევით ნავთობის ფასი 2004 წლის შემდეგ არ ჩამოსულა.

ზარალი განიცადა ჩინეთის საფონდო ბირჟამაც, სადაც მთავარმა ინდექსებმა რეკორდულად დაიწია.

მკვეთრად დაეცა ეროვნული ვალუტის იუანის კურსი, რის გამოც ბირჟაზე ვაჭრობა დღის ბოლომდე შეაჩერეს.