მსოფლიო

რუსეთმა თურქეთში რეგულარული ავიარეისები განაახლა

რუსეთმა თურქეთში რეგულარული ავიარეისები განაახლა. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო, „როსავიაცია“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქულმა მხარემ რუსეთი დაარწმუნა, რომ თურქეთის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.

რუსეთმა თურქეთში რეგულარული ავიარეისების შესრულება სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დროებით შეაჩერა.