მსოფლიო

რუსეთმა უმუშევრების სოციალური დახმარებებისთვის 5,5 მილიარდი რუბლი გამოყო

რუსეთის ხელისუფლებამ 5,5 მილიარდი რუბლის რეზერვაცია მოახდინა იმ შემთხვევისთვის, თუკი უმუშევრობის დონე იმაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება ვიდრე პროგნოზირებული იყო, – განაცხადა შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა მაკსიმ ტოპილინმა. ქვეყნის ბიუჯეტში  ამ მიზნისთვის 41 მილიარდი რუბლია გამოყოფილი.

“იმისთვის რომ უმუშევარი მოსახლეობის მხარდაჭერითვის პრობლემები არ შეგვექმნას, რეზერვში 5,5 მილიარდ რუსული რუბლი იქნება სოციალური დახმარებისთვის – ეს არის რეზერვი, თუკი დაგვჭირდება, თუ უმუშევრობის დონე იქნება იმაზე მაღალი ვიდრე დაგეგმილია, მაშინ რეზერვს გამოვიყენებთ. იქამდე ბიუჯეტში 41 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ის მოსახლეობა, რომელიც უმუშევრად არის დარეგისტრირებული”, – განაცხადა მან.

ბიზნესკონტაქტი