28/04/2024
Latest:
საზოგადოება

Facebook-მა Myvideo დაბლოკა

Facebook-მა Myvideo დაბლოკა. როგორც Myvideo-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაურკვეველი მიზეზების გამო, Facebook-ზე დაბლოკილია Myvideo-ს ვებსაიტი.

„ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, Facebook-ზე დაბლოკილია Myvideo-ს ვებსაიტი, რაც გულისხმობს შემდეგს: გაქრა Myvideo -ს ოფიციალური გვერდი; გაქრა Myvideo -ს მომხმარებლების დახურული ჯგუფი; შეუძლებელია Myvideo -დან ნებისმიერი ბმულის გაზიარება, პირად შეტყობინებაშიც კი; შეუძლებელია Myvideo -ზე ავტორიზაციის გავლა Facebook-ის საშუალებით.

გარდა ამისა, ბმულების გაზიარებისას პრობლემები ექმნებათ იმ ქართულ ვებსაიტებსაც, რომლებიც იყენებენ Myvideo-ს embed კოდებს, backlink-ებს ან სხვა რეფერენსებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საიტის ადმინისტრაცია მომხმარებლებს თხოვნით მიმართავს, რომ დაეხმარონ Myvideo-ს Facebook-ზე დაბრუნებაში და მოაწერონ ხელი პეტიციას შემდეგ ბმულზე: http://www.ipetitions.com/petition/myvideo

ასევე მიმართონ Facebook-ს შემდეგი ბმულიდან: http://on.fb.me/1KKBq9X და მიუთითონ, რომ შეცდომით არის დაბლოკილი საიტის ბმულები.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]