შოკოლადის 7 ბრენდი რომლებიც ბავშვების ექსპლუატაციას ახდენენ
ამერიკელები ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ ჰელოუინზე შოკოლადებში. ეს კი კომპანიებისთვის ყოველწლიური მოგების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. საშუალო ასაკის ამერიკელი ყოველწლიურად 5 კილოგრამ შოკოლადს მიირთმევს.
წინა სექტემბერს, რვა კომპანიის წინააღმდეგ, რომელთა შორის არის Hershey, Mars და Nestle სარჩელი იქნა შეტანილი. ბრალდების მიხედვით კომპანიები ატყუებდნენ მომხმარებლებს, რომლებიც „უნებლიეთ“ აფინანსებდნენ დასავლეთ აფრიკაში შავკანიანი ბავშვების როგორც უფასო მუშახელის გამოყენებას.
მომუშავე ბვშვების ასაკი დაახლოებით 11-16 წლებია(ზოგჯერ უფრო უმცროსებიც). ისინი იზოლირებულ ფერმებში ცხოვრბენ და კვირაში 80-100 საათს მუშაობენ. ფილმი „მონობა: გლობალური გამოძიება“- ში მოთხრობილია განთავისუფლებული ბავშვების შესახებ რომლებიც ამბობდნენ რომ მათ ხშირად სცემდნენ კიდეც, ხელით და მათრახით.
„ცემა ჩემი ცხოვრების მნინელოვან ნაწილად იქცა“ – განუცხადა ჟურნალისტებს განთავისუფლებულმა ალი დიაბატმა.: „ როდესაც ისინი ტომრებს გვაზიდინებდნენ წაქცევის შემთხვევაში არავინ გვეხმარებოდა, პირიქით მანამდე გვცემდნენ სანამ არ ავდგებოდით“
ქვემოთ ჩამოთვლილია ის 7 კომპანია რომლებიც ბავშვების მონებად გამოყენებით მოგებას ნახულობენ.
Hershey
Mars
Nestle
ADM Cocoa
Godiva
Fowler’s Chocolate
Kraft
2009-14 წლებში კაკაოს ინდუსტრიაში მომუშავე ბავშვების რადენობა 51 პროცენტით გაიზარდა.
აქვე არის ჩამოთვლილი უფორ სოციალურად შეგნებული კომპანიები რომლებიც თავს არიდებენ პროდუქციის წარმოებისთვის ბავშვების გამოყენებას.
Clif Bar
Green and Black’s
Koppers Chocolate
L.A. Burdick Chocolates
Denman Island Chocolate
Gardners Candie
Montezuma’s Chocolates
Newman’s Own Organics
Kailua Candy Company
Omanhene Cocoa Bean Company
Rapunzel Pure Organics
The Endangered Species Chocolate Company
Cloud Nine