21/05/2024
Latest:
საზოგადოება

სად უხდიან მეშახტეებს ყველაზე მაღალ და დაბალ ხელფასებს – საქართველო აუტსაიდერებს შორისაა

ტყიბულის მეშახტეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას საპროტესტო აქციების საშუალებით მოითხოვენ.

მათი მოთხოვნებია: შრომის ანაზღაურების 40%-იანი ზრდა;

შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება;

გარანტია გაფიცულებისთვის, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა პირობებში უწევთ მუშაობა უცხოეთის ქვეყნების მეშახტეებს, რა გარანტიები აქვთ და რა პასუხისმგებლობა გააჩნია მათ წინაშე როგორც კომპანიებს, ისე სახელმწიფოს. უცხოეთის მაგალითები ადასტურებს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში მეშახტეებზე როგორც მათი დამქირავებლები, ისე სახელმწიფო გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იღებს ვიდრე საქართველოში. ამ მიმართულებით ცივილიზებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმაშიც გამოიხატება, რომ უბედური შემთხვევისა და სამუშაო პირობების დარღვევების ფაქტები რეაგირების გარეშე არ რჩება და კომპანიები იძულებულნი ხდებიან, სოლიდური ჯარიმები გადაიხადონ განსხვავებით საქართველოსგან, სადაც მეშახტის სამუშაო პირობები ძალიან ჩამორჩება დარგის ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. საქართველოში მეშახტეების შრომის პირობები მსოფლიო პრაქტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავს, როდესაც  საუბარია „მესამე სამყაროს“ პრაქტიკაზე.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს მეშახტეების შრომითი პირობების შესახებ უცხოეთის ქვეყნებში:

აშშ-ში მოქმედებს Black Lung Benefits Act (ანთრაკოზით დაავადებული ადამიანების სარგებელის აქტი). აქტის მიხედვით, ყოველ მეშახტეს, რომელიც პნევმოკონიოზის ერთ-ერთი სახით, ანთრაკოზით არის დაავადებული, ყოველთვიური ხელფასი და სამედიცინო მომსახურება ენიშნება. ანთრაკოზი  ქვანახშირის მტვრის ხანგრძლივი ჩასუნთქვის შედეგად ვითარდება.

იმ შემთხვევაში, თუკი პნევმოკონიოზი აშშ-ს მოქალაქეს რთულ ფორმებში აქვს და სუნთქვა უკიდურესად გართულებულია, იგი იღებს დახმარებას სამედიცინო მომსახურებისთვის. ბენეფიტები ასევე ვრცელდება ოჯახის წევრებზეც თუკი არსებობს ცნობა, რომ ისინი მეშახტის შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები. კანონის მიხედვით, კომპანია, რომელიც მეშახტის უკანასკნელი დამსაქმებელი იყო, ვალდებულია გაწიოს გარკვეული სახსრები მეშახტის მკურნალობისთვის. ამასთან, არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ანთრაკოზით საავადებულ ადამიანებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.

პნევმოკონიოზი არის დაავადება, რომელიც საწარმოო მტვრის ჩასუნთქვისას და ფილტვებში მტვრის მარცვლების დალექვისას ვითარდება. იგი ემართებათ მთის მადნეულისა და ქვანახშირის მაღაროებში, მანქანათმშენებლობებისა და მრეწველობის სხვა დარგებში მომუშავე პირებს. დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია შრომის პირობებზე (სამუშაო შენობაში ჰაერის დამტვერიანების ხარისხი და შემადგენლობა) და სხვა.

კანონმდებლობებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა არსებობს. 2012 წელს დიდი ბრიტანეთის სასარგებლო წიაღისეულის უდიდესი მომპოვებელი ფირმა £450,000-ით დაჯარიმდა. საქმე გაუფრთხილებლობასა და უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობას ეხებოდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ამ მხრივ საკმაოდ დიდი განსხვავებაა განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს შორის. მაგალითად, ავსტრალიელი მბურღავი ყოველთვიურად საშუალოდ 6,000 აშშ დოლარს, ხოლო სამხრეთ აფრიკელი 580 აშშ დოლარს ღებულობს. ინდოეთში მეშახტის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 100 დოლარს შეადგენს, ჩინეთში კი – 180-ს.

საქართველოში მეშახტის საშუალო ანაზღაურება 500 ლარი ანუ დაახლოებით 200 დოლარია

commersant.ge