19/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საერთაშორისო ტურიზმის სარეკორდო მონაგარი 2013-2015

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა, ბოლო 3 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობის რეკორდულ ზრდაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ აღნიშნულ მოსაზრებას.

,,საერთაშორისო ტურიზმიდან წმინდა შემოსავალი ბოლო 3 წელიწადში რეკორდულად გაიზარდა და 2015 წელს 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მიუხედავად რეგიონალური და გლობალური სავალუტო-ეკონომიკური პრობლემებისა, 2015 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან 118 მილიონი დოლარით მეტი წმინდა შემოსავალი მივიღეთ ვიდრე 2014 -ში, 180 მილიონი დოლარით მეტი – ვიდრე 2013 -ში და 450 მილიონი დოლარით (!!!) მეტი ვიდრე 2012 -ში.
ბოლო სამ წელიწადში (2013-2015) საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვიდა 4 მილირად 520 მილიონი დოლარის წმინდა შემოსავალი, რაც 92%-ით (!) მეტია ვიდრე 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელი და 35%-ით მეტი ვიდრე 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მიღებული, ანუ 9 წლიანი (!!!) ჯამური წმინდა შემოსავალი (3 მილიარდ 349მილიონი $).


P.S. 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მიღებულ, 9 წლის წმინდა შემოსავალს (3349 მლნ$) კიდევ ერთხელ რომც დავუმატოთ 2012 წლის შედეგი(1155 მლნ $), მაინც 16 მილიონით ნაკლები გამოვა ვიდრე 2013-2015 წლების მონაგარი(4520 მლნ $)”, – წერს მიხეილ დუნდუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

1   2