საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ანდეზიტთან დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 16:38 საათზე მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 5 კილომეტრი.