ეკონომიკა

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 28%–ით გაიზარდა

საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ერთი წლის განმავლობაში დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებელი ოქროს ექსპორტი 28%–ით არის გაზრდილი.

„საქსტატის“ცნობით, 2016 წლის იანვარში საექსპორტო ბაზრებზე 5,22 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებელი ოქრო გავიდა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში – 4,06 მლნ აშშ დოლარის.

საანგარიშო პერიდოში ექსპორტში დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებელი ოქროს წილი 2,6%–დან 4,3%–მდე გაიზარდა და უმსხვილეს საექსპორტო პოროდუქციათა მეშვიდე პოზიცია უკავია.

bpi.ge