01/03/2024
Latest:
საზოგადოება

“საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა”

თუ ვიზალიბერალიზაციის კონკრეტულ თარიღზე მკითხავთ, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით იმედი მაქვს თუ არა, რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით რომ ახლოსაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა.

ჰერმანი მოხარულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ პროცესი წინ მიიწევს. მაგრამ გუშინდელი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, თუმცა ნაბიჯი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაახლოვებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესი წინ მიიწევს. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკითხის მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებთ. კონკრეტულ თარიღზე თუ მეკითხებით ვერაფერს გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით იმედი მაქვს თუ არა რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით რომ ახლოსაა“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.