21/05/2024
Latest:
საზოგადოება

კვაჭანტირაძე საჯაიას: რა ტექნიკას ფლობთ ისეთს თქვენს ასაკში, სიაში რომ შეგიყვანეს?!

“მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ნეპოტიზმზე გველაპარაკებით, თქვენ რომელი სიით მოხვდით პარლამენტში? რა დამსახურება გქონდათ ასეთი? თქვენ ზუსტად მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე მოგმართოთ.

რა უნარჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ?! მაინტერესებს, გამცემთ პასუხს?ვერ გამცემთ. ამიტომ, არ იყო საჭირო ეს უზრდელობა” – ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს მარიამ საჯაიას.

საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკა მარიამ საჯაიას განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც მან გიორგი კვირიკაშვილს მიმართა:

“თქვენ მოგიწევთ სახელისუფლებო პრივილეგიებთან დამშვიდობება. ეს 2016 წელს იქნება, თუ მანამდე ცუდ ხასიათზე გაღვიძებულმა ბატონმა ბიძინამ ყოფილი პრემიერივით თქვენც არ მიგაბრძანათ”,- ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მარიამ საჯაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ალბათ, უპრიანი იქნება მთავრობის წევრებს წინასწარ მივულოცოთ, რადგან ამ დარბაზში მყოფთა უმრავლესობა იმ ბრძენი კაცის ავატარები არიან .
იმ დაპირებებიდან გამომდინარე, რაც ამ ორი დღის განმავლობაში ისმოდა, მრჩება შეგრძნება, რომ იმ ბრძენ კაცს ვარდისფერი სათვალეები აქვს  დარიგებული და ძალიან ლამაზად ხედავთ თქვენს წარსულს და მომავალსაც. რეალობა არის სხვა. გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელს ჩვენი მომავალი მთავრობა გვეუბნება, რომ ის დაპირებები იყო გადაჭარბებული და მეორე მხრივ გვეუბნება, რომ ისინი არსებითად არ აპირებენ პოლიტიკის შეცვლას. ერთადერთი თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ხალხის გაღარიბების პოლიტიკა და არ ვიცი, თუ ამას გულისხმობთ, მაშინ ეს არის ძალიან ცუდი.” – განაცხადა საჯაიამ.
წყარო: Ipress.ge