საზოგადოება

“საქართველოს ბანკმა” ასო „ნ“-ს დამატებისთვის კლიენტს 25 ლარი მოსთხოვა

ადვოკატი ლევან ცალუღელაშვილი სოციალურ ქსელში ყვება კურიოზს, რომელიც დღეს გადახდა “საქართველოს ბანკში” და რაც არც თუ კარგად წარმოაჩენს ერთ-ერთი მსხვილი ბანკის იმიჯს:

“საქართველოს ბანკის” კლიენტი ვარ ალბათ, ათი წელია და მაინცდამაინც ახლა შემიცვალეს ბარათზე სახელი და დამიწერეს “ლევა”. გრძელი სახელი და გვარი გაქვს და არ ეტეოდაო. “ნ”-ს დამიმატებდნენ იმ შემთხვევაში თუ 25 ლარს გადავუხდიდი. ეს ამბავი იმდენად მეუცნაურა, რომ მოვიხსენიე სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და ვიდრე კიდევ უფრო ჩავუღრმავდებოდი საკითხს… დამირეკეს და მითხრეს, რომ 25 ლარის გარეშე გამოასწორებენ შეცდომას. აი, ასეთი სულელური ამბავი დაემართა „საქართველოს ბაკს“, უკაცრავად… ბანკს“, წერს ლევან ცალუღელაშვილი.

წყარო: geotimes.ge