მსოფლიო

ვინ არის ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

 დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა

მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა უკვე გადაუხადა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ვინ არის აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, როგორ ცხოვრობდა პოლტიკაში მოსვლამდე, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები და როგორ შექმნა თავისი პოლიტიკური კარიერა?

ადრეული პერიოდი

დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ იორკში დაიბადა. ის ფრედერიკ ტრამპისა და მერი მაკლეოდის მეოთხე შვილი იყო. 13 წლის დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სამხედრო აკადემიაში შეიყვანეს, შემდეგ სწავლა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფინანების სკოლაში განაგრძო და ეკონომისტის ხარისხი მოიპოვა.

ტრამპმა მამის კაერიერა აირჩია და უძრავი ქონების დეველოპერი გახდა. სტუდენტობისას ის მამასთან ერთად მუშაობდა, შემდეგ კი ბიზნესში ჩაერთო.

1971 წელს ტრამპი კომპანიის Elizabeth Trump& Son-ის ლიდერი გახდა, რომელსაც სახელი შეუცვალა და Trump Organization უწოდა. მალე ბიზნესმენი თავის მანჰეტენის რეზიდენციაში გადავიდა და გავლენიან ხალხთან კონტაქტების გამყარება დაიწყო.

1973 წელს, დონალდ ტრამპის ბიზნეს საქმიანობაზე შეკითხვები ფედერალურ ხელისუფლებას გაუჩნდა.

ტრამპს, მის მამასა და ოჯახს უძრავი ქონების მფლობელებისა და მოიჯარეების დისკრიმინაციაში ადანაშაულებნენ, რასაც ბიზნესმენი კატეგორიულად უარყოფდა.

მალე ტრამპი სასტუმროების ბიზნესშიც ჩაერთო და ერთ-ერთი სასტუმროს გახსნისას ის ქალაქის საუკეთესო დეველოპერადაც დაასახელეს.

დონალდ ტრამპი ბიზნესს აფართოებს

1982 წელს, ტრამპი 200 მილიონ აშშ დოლარად შეფასებულ Trump Tower-ს ხსნის, ასევე ერთვება აზარტული თამაშების ბიზნეში და მიღწეული წარმატების ხარჯზე კიდევ უფრო მეტ კაპიტალს აგროვებს.

მან მანჰეტენის დასავლეთით, 76 აკრზე 88$ მილიონად შეფასებული კომპლექსი Television City ააშენა, რომელი 12 ცათამბჯენისგან შედგება და პარკსაც აერთიანებს.

“ფორბსის” ინფორმაციით, 1990 წელს ტრამპის ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ვალმა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა მან აღნიშნული პრობლემები დაძლია. ტრამპის კაპიტალმა მალე 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პოლიტიკური ამბიციები

2012 წელს, დონალდ ტრამპმა საჯაროდ აღნიშნა თავისი ამბიციები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით.

2016 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა და СNN-ს განუცხადა, რომ ბარაკ ობამას შესახებ საკუთარი თეორია აქვს და ამაზე ოდესმე წიგნს დაწერს.

 

საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, რესპუბლიკელ კანდიდატს მწირი პოლიტიკური კარიერის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და ბრალს ქალებზე სექსუალურ ზეწოლასა და მათ მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებდნენ.

კამპანიის პერიოდში, ტრამპს რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან მიმოწერაშიც სდებდნენ ბრალს, რასაც ის უარყოფდა.

სკანდალები

მეორე საპრეზიდენტო დებატებამდე, ტრამპის შესახებ სკანდალური ინფორმაცია TheWashington Post-მა გამოაქვეყნა. ჩანაწერში ტრამპი წამყვან, ნენსი ოდელისთან სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილს გამოხატავს. ჩანაწერები მსახიობ არიანა ზაკერის შესახებაც გამოქვეყნდა.

ტრამპმა ქალების მიმართ დისკრიმინაციული ფრაზების გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ასეთი შინაარსის შემცველი ჩანაწერები დიდი ხნის წინ გაკეთდა.
აღნიშნული მოვლენების შემდეგ ტრამპის წინააღმდეგ განცხადებებს არაერთი ქალი აკეთებდა და ამბობდა, რომ გარეგნობის გამო, პრეზიდენტობის კანდიდატი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

პირადი ცხოვრება

1977 წელს ტრამპი ჩეხ მოდელ ივანა უინკლმეიერზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი, დონალდი, ივანკა და ერიკი გაუჩნდათ. 1992 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1993 წელს, მილიარდერი მსახიობ მარლა მეფლსზე დაქორწინდა, რომელსაც 1997 წელს გაშორდა. განქორწინება ტრამპს 2 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2005 წელს ტრამპმა მესამედ იქორწინა და ცოლად სლოვენიელი მოდელი მელანია კნაუსი შეირთო, რომელიც მასზე დაახლოებით, 20 წლით უმცროსია.

მათ ქორწილში ბილ და ჰილარი კლინტონებიც იყვნენ. დონალდ და მელანია ტრამპებს 2006 წლის მარტში ვაჟი, ბარონ უილიამს ტრამპი შეეძინათ.
ტრამპის შვილები, ივანკა და ერიკ ტრამპები Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები არიან.

წყარო: allnews.ge