ეკონომიკა

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

ეკონომიკურ ზრდაზე საგარეო შოკის უარყოფითი გავლენა გრძელდება. სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა I კვარტალში მცირედ 2.6%-მდე შენელდა, II კვარტალში 3,1%-ის ფარგლებშია (წინასწარი მონაცემებით).

ზრდა განაპირობა მოთხოვნამ, რასაც ფისკალური სტიმულისა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესების ფონზე მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა განაპირობებს. ამის საპირისპიროდ, უარყოფითი წვლილი ჰქონდა წმინდა ექსპორტს, რაც იმპორტის ზრდით იყო განპირობებული.

სებ-ის პროგნოზით,  2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, მოსალოდნელია  ფისკალური სტიმულისა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა. იმავე პროგნოზით, უარყოფითი წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს, რაც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარების უარყოფით გავლენას ასახავს.

კერძოდ, 2016 წელს სუსტი იქნება საქონლის ექსპორტის ზრდა და ფულადი გზავნილების შემოდინება. ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელიან.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში კვარტალური ანალიზია ( მაისამდე ინფლაციის მიმოხილვის სახელწოდებით ცნობილი).