საზოგადოება

საქართველოში ქალთა შორის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა.

კითხვაზე, რა სიახლეები იგეგმება უახლოეს პერიოდში, ლევან კობიაშვილის განცხადებით, სულ მალე საქართველოში ქალთა ჩემპიონატი ჩატარდება.

,,ქალთა ჩემპიონატის საბოლოო ფორმატი და გუნდების რაოდენობა დაახლოებით ვიცით. ამ საკითხთან დაკავშირებით, უეფას წარმომადგენლები  უკვე ორჯერ იყვნენ ჩამოსული საქართველოში. მათთან ერთად გავიარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითი.

ვვარაუდობთ, რომ მარტში ან აპრილში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. პოზიტიური გაკვირვება გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბევრმა გუნდმა გამოთქვა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების სურვილი და მათ  სათანადო მოთამაშეების რესურსიც გააჩნიათ”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილის სრული ინტერვიუ შეგიძლია იხილოთ ორშაბათს, გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების”  445–ე ნომერში.