05/05/2024
Latest:
საზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ფილიალი სრულად აღდგენილია

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული ფილიალი, რომელიც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანდა, სრულად აღდგენილია. განახლებული შენობა დღეს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა დაათვალიერა.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონულ ფილიალში 24 საათიან რეჟიმში 5 სამედიცინო ბრიგადა განთავსდება.

აღნიშნული სამედიცინო ჯგუფები მოემსახურებიან ვაკის რაიონს, ასევე, საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონების ნაწილს, საიდანაც დღე-ღამის განმავლობაში, საშუალოდ,  100-150 გამოძახება ფიქსირდება.