საზოგადოება

“სასწრაფოს ექიმებს ზეგანაკვეთური სამუშაო აუნაზღაურდებათ”

სასწარაფო სამედიცინო დამხარების იმ ექიმებს, რომელთაც H1N1 ვირუსის აქტიურობის დროს საგანგებო რეჟიმში მოუწევთ მუშაობა, დამატები სამუშაო დრო აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოში H1N1-ის რამდენიმე შემთხვევების დაფიქსირების გამო, სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა საგანეგობო თათბირზე თბილისის მერიასა ამისთვის შესაბამისი რესურსების მოძიების თხოვნით მიმართა.

“კვირის ბოლოსთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს “ტრიაჟის“ მინიმალური, პრიმიტიული რამე, როცა 112-ში შედის ინფორმაცია გამოძახება ცხელებაზე და ისიც არა რისკ ჯგუფში, ეს უნდა გადაერთოს ან გავაძლიერებთ შპს “თბილისის სასწრაფოს”, მივამაგრებთ დამატებით მანქანებს ან თვითონ მენეჯერები ჩამოვიდნენ ცოტა ხნით ამ მანქანებიდან, იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს.

მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ მიმართულებით, რათა ოჯახის ექიმმა დაიწყოს სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც კაცი კვდება.

როდესაც ცხელების გამოძახებაა არარისკჯგუფის პაციენტებში, იქ არ უნდა გავიდეს სრულად აღჭურვილი სასწრაფო ბრიგადა, უნდა გავიდეს მსუბუქი ავტომანქანა, სადაც იქნება მარტო ოჯახის ექიმი და შეეძლება კონსულტაციის ჩატარება. თუ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ასეთ შემთხვევაში გამოძახებს.

თბილისის და რაიონულ სასწრაფოს მივმართავ რეკომენდაციით, და გინდათ ბრძანებით, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავისი მანქანებიდან და საზოგადოებრივო ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ. ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის. ეს მანქანები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ კატეგორიის გამოძახებებზე გავიდნენ სწორედ ეს მანქანები.

იქ სადაც იქნებიან ან სასწრაფოს ცვლაში არდაკავებული ექიმები, რომელსაც დამატებით შესრულებულ სამუშაოებში დამატებით თანხას გადავუხდით და ამისთვის მერიამ რაღაც მობილიზაცია უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება რაიონს, იგივე გავრცელდება აქაც და დამატებით რესურებს მოვძებნით, – განაცხადა სერგეენკომ.