საზოგადოება

„წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრება ფალსიფიცირებული მედიკამენტების არსებობას  მაქსიმალურად გამორიცხავს“

იანვარის ბოლოს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის და  ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის  ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის  EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გეგმას, რაც სპეციალისტების გათვლებით, საზოგადოებაში ჯენერიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ ნდობას განაპირობებს. „აღნიშნული ფაქტი, მედიკამენტების ხელმისაწავდომობას გაზრდის, რაც მოსახლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ – განმარტავენ ისინი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მარინა შიხაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ჯენერიკები არის ძალიან კარგი მედიკამენტები, მაგრამ პრობლემა ჯენერიკში კი არ არის, არამედ სიმილარებშია.  სიმილარები არის პრაქტიკულად ფალსიფიცირებული წამლები, რომელთა განსხვავება ბრენდებისგან ძალიან რთულია. ზოგადად, კარგია ვიცოდეთ, რომ არის როგორც ბრენდი, ისე ბრენდ ნეიმი. ორიგინალი ნივთიერება სწორედ ბრენდია, მაგრამ არის ბრენდ ნეიმიცროდესაც გაყიდის ბრენდი იმ ორიგინალ ნიუვთიერებას, სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვა სახელს არქმევენ ერთი და იგივე შემცველობის წამლებს. მაგალითად, პარაცეტამოლინებისმიერ გაციების წამალში შედის ის, თუმცა ყველას სხვადასხვა სახელი ჰქვია. სწორედ ეს არის ბრენდ ნეიმისიმილარებს შორის  ბევრი ფალსიფიცირებულია და სწორედ ამიტომ არის წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა აუცილებელი, რათა გამოირიცხოს ფალსიფიცირებული მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვედრაწამლების შემოტანა გამარტივდა და არ ხდებოდა აქამდე ხარისხის კონტროლი, სწორედ ამიტომ გაჩნდა ბაზარზე ბევრი სიმილარი. იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო წამლები, ამიტომ არის საჭირო წამლის კონტროლი, რომ მოხდეს  დიფერენცირება. როდესაც ექიმები ვნიშნავთ წამლებს, დამოკიდებულები ვართ მის ხარისხზე, გვაქვს მოლოდინი, რომ წამალმა უნდა უშველოს პაციეტს. თუ ეფექტს ვერ მივიღებთ ექიმები, პაციენტი იმედგაცრუებული რჩება“.

რაც შეეხება ახალი კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას შიხაშვილი მესალმება და აღნიშნავს, რომ   ზოგადად, ახალი კომპანიების გამოჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი და მნიშვნელოვანი ფაქტია. წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრება კი ფალსიფიცირებული მედიკამენტების არსებობას  მაქსიმალურად გამორიცხავს“.

აღნიშნულ საკითხებს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის კათედრის გამგე გივი ჯავაშვილიც გამოეხმაურა:

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება და მათი ჯენერიკის ფორმაც ეფექტურია. არის გარკვეული დაავადებები, რომელთა სამკურნალოდაც, სწორედ, შესაძლებელია  ჯენერიკი გამოვიყენოთ და ძალიან ეფექტურია, რომლებიც გაცილებით იაფია  ვიდრე ბრენდი. თავად პაციენტის ინტერესები უნდა დავიცვათ, მათი ხელმისაწვდომობა გავითვალისწინოთ. რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ იაფი მედიკამენტი, როდესაც ჩვენთან სოციალური ფონი არც თუ ისე სახარბიელოა?!  რაც შეეხება წამლის ხარისხის კონტროლს, ცოტა რთული საკითხია. ბევრი მიდგომა შეიძლება არსებობდეს. თუმცა თუ სამინისტრო გეგმავს, რომ ერთი მხრივ ხარისხზე იზრუნოს და, მეორე მხრივ ხელმისაწვდომობაზე, ძალიან კარგი და წინგადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი, თამარ ცინცაბაძე აღნიშნავს:

რამდენჯერმე ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ როდესაც გაგვიგია ახლობლებისგან, მედიკოსებისგან, რომ ამა თუ იმ ფირმის ესა თუ ის წამალი არ იყიდო, არ მოქმედებს და ასე შემდეგ. ხშირად ეს ეხება ანტიბიოტიკებს და ნებისმიერ სხვა პრეპარატს. მოსახლეობა და თავად მედპერსონალი არის უკმაყოფილო მთელი რიგი მედიკამენტებისა, რადგან ვერ ღებულობენ იმ შედეგებს და არ არის ამ მედიკამენტის იმ დონის აქტივობა, რომელიც დაფიქსირებულია აღწერილობაში. ცნობილია, რომ ურთიერთობა დამყარდება ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებთან, რომლებიც თავიანთი აღჭურვილობით იძლევიან შესაძლებლობას, სათანადოდ მოხდეს მედიკამენტების ხარისხის გადასინჯვა და გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ასი პროცენტით გახდება დასაყრდენიეს აუცილებელი და მნშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“.

თამარ ცინცაბაძის თქმით, გამკაცრებული კონტროლის შემდეგ ბაზარზე ვეღარ მოხვდება დაბალხარისხიანი და ნაკლებმოქმედი მედიკამენტები, რაც მოსახლეობაში ნდობას გაზრდის. სტერეოტიპი დამკციდრდა და განწყობა, რომ ჯენერიკები, ინდური წამროების მედიკამენტები არ ვარგა. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრდება ხელს შეუწყობს  ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას, რომელიც ყველა ხარისხის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს მოსახლეობაში შეცლის დამოკიდებულებასგაზირდება ინფორმაციულობის დონე, ისინი  დაინახავენ რომ ამა თუ იმ მედიკამენტებისან სასურველი შედეგი მიიღეს და შესაბამისად, ნდობაც გაიზრდება“, – მიიჩნევს თამარ ცინცაბაძე.