17/05/2024
Latest:
მსოფლიო

საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

 

საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავტობმოპოვებაში გაუსწრო და დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოში – ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მოხსენებაში. ეს მოხერხდა იმის გამო, რომ არაბული ქვეყნის ყოველდღიური მოპოპვება გაიზარდა 400 000 ბარელით, აშშ-სი კი – შემცირდა 460 000-ით.

სააგენტოს მონაცემებით, აგვისტოში საუდის არაბეთის ყოველდღიური ნავთობმოპოვება შეაგდენდა 10.6 მლნ. ბარელს.

ამერიკა 2014 წლის აპრილიდან იკავებდა პირველი ადგილის ნავთობმოპოვებაში, და ამის მიზეზი იყო «ფიქალის რევოლუცია”. მოპოვების შემცირება კი მოხდა მოქმედი ჭაბურღილების მკვეთრი შემცირების გამო.

ამერიკის ენერეტიკული ინფორმაციის სააგენტოს მონაცემებით, აგვისტოში ნავთობმოპოვება აშშ-ში შეაგდენდა 8,5 მლნ. ბარელს დღე-ღამეში.

სააგენტოს მონაცენებითვე, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება მინიმუმ 2017 წლის მეორე ნახევრამდე არ მოხდება, რადგან პირველ ნახევარში მიწოდება კვლავ გადააჭარბებს მოთხოვნას.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ შეამცირა 2016 წელს ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დღე-ღამეში 96 მლნ. ბარელამდე.

2017 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ მოიმატებს – 97 მლნ. ბარელამდე.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ოპეკის არაწევრ-ქვეყნებში ნავთობმოპოვების შეცმირების ეფექტი მთლიანად გააქარწყლა მოპოვების ზრდამ კარტელის ქვეყნებში – 33 მლნ. ბარელი დღე-ღამეში – ძირითადათ, საუდის არაბეთის, კუვეიტის, და გაერთიანებული ემირატების ხარჯზე.

ასევე გაზარდა მოპოვება სანქციებისგან განთავისუფლებული ირანი.

ნავთობმომპოვებელო ქვეყნები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ შეთახმების მიღწევას მოპოვების დონის გაყინვაზე. ამ თემაზე მიმდინარე წლის აპრილში ყატარის დედაქალაქ დოხაში იმსკელეს. მაგრამ მაშინ მოლაპარაკება ჩაიშალა ირანის მკვეთრი პოზიციის გამო.

მოსალოდნელია, რომ მორიგი შეხვედრა ამ საკითხზე 26-28 სექტემბერს, ალჟირში გაიმართება.