17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

სებ: ეკონომიკური ზრდის ძირითადი შემაფერხებელი საგარეო ფაქტორია

ეროვნული ბანკი 2016 წელს ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად საგარეო ფაქტორს მიიჩნევს.

სებ-მა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ წელს საქართველოს  ეკონომიკის ზრდას 3%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.

მანამდე ანალოგიური პროგნოზი გამოქვეყნა  მთავრობამ.  0,5%-ული პუნქტით ნაკლებს, 2,5%-იან ზრდას ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ყველაზე ოპტიმალური კი, აქვე EBRD-ს, რომელიც  3,4%-ით ელის ეკონომიკის გაზრდას, ტურიზმისა და ინვესტორთა ნდობის გაზრდის ხარჯზე.

სებ-ის ანალიზით  მოსალოდნელია, რომ დაკრედიტება ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდას შეუწყობს ხელს.

ამასთან,  წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები ნაწილობრივ შენარჩუნდება და 2016 წელს რეალური მშპ-ს ზრდაში  ნეგატიურ წვლილს შეიტანს.

საგარეო ფაქტორების უარყოფით გავლენას ნაწილობრივ დააბალანსებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასების შემცირება, რაც დადებითად მოქმედებს როგორც მიმდინარე ანგარიშზე, ასევე ეკონომიკის ყველა სექტორზე, ხოლო, მეორე მხრივ, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის უკვე მომხდარი კორექტირება.

წყარო: Gbc.ge