09/05/2024
Latest:
სხვა

„შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს, მისი განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული” – რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ  განაცხადა. ის ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე, რა დროსაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც თავისით მიიღებს და პასუხსაც მხოლოდ საკუთარ თავთან აგებს.

გოცირიძის თქმით, მიიღებს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას, პროგნოზის გაკეთება  რთულია.

„შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს, მისი განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული. როდის შეიწყალებს, არჩევნებამდე თუ ნუ გვავიწყდება არჩევნების შემდეგადაც არის ქვეყნის პრეზიდენტი, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, მომავალი ხელისუფლების ფორმირებამდე ერთი თვე, დეკემბრის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. ამიტომ როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ძალიან რთულია ამაზე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მისი შეცვლილი ტონი და შინაარსი არაფერს გამორიცხავს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარის დატოვება