სხვა

„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს” – კახა კალაძე

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.

„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთეს. ეს არის ყველაზე მძიმე. თუ გავიხსენებთ წლებს, ის მმართველობა, რომელიც უმძიმესი იყო, სისხლიანი და უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, დემოკრატიით ინიღბებოდა, გვაჯერებდნენ, თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. თითქოს ევროპაში არ გვქონდეს ნაცხოვრები, არ ვიცოდეთ, რა არის რეალურად დემოკრატია. ამ ყველაფერს აჯერებდნენ ხალხს, მცდელობა ჰქონდათ. უბედურება ხდებოდა, ხალხის ქუჩაში ხოცვა, გახსოვთ, როგორ იყო გათელილი გამოხატვის თავისუფლება, სასამართლო არ არსებობდა, ნოტარიუსის ფუნქციას წარმოადგენდა. უმძიმესი მდგომარეობა იყო და გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო დემოკრატია.

ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება