შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ლელა წურწუმიამ კონცერტი გააუქმა
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ლელა წურწუმიამ დღეს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა დღევანდელი საღამო არ ჩატარდება. ვუთანაგრძნობთ ტრაგედიიის დროს დაღუპული ოჯახების წევრებს….“, – წერს ლელა წურწუმია.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის კურორტზე მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ცნობებით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. შოვში დღეს დილიდან ავიაციამ განაახლა მუშაობა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი და 400-მდე მაშველია ჩართული.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 598 913 089.