საზოგადოება

შუახევის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანს დათვები თავს დაესხნენ – დაშავებულია 6 წლის ბავშვი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ ბავშვს თავს დაესხა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „ბათუმელები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა და მას რამდენიმე ნაკერი დაადეს.

გამოცემის ინფორმაციით, 74 წლის ქალი, შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.

კომენტარის დატოვება