19/05/2024
Latest:
საზოგადოება

“გაზპრომი” თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა

 საქართველომ რუსულ გაზზე უარი თქვა.

ტელეკომპანია RTVI -მ საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოს გადაწყვეტილებას გაზპრომთან დაკავშირებით. “საქართველომ უარი უთხრა გაზპრომს. მთავარ მიმწოდებლად ქვეყნისთვის ისევ აზერბაიჯანი რჩება. დასრულდა ოფიციალური მოლაპარაკებები, რომელიც თბილისის პარალელურად, ბაქოსა და მოსკოვში მიმდინარეობდა.

“გაზპრომი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. ახალი გადაწყვეტილება შამპანიურით საქართველომ და აზერბაიჯანმა აღნიშნეს. საქართველომ მიაღწია გაზის დამატებითი მოცულობის მიღებასაც და ტარიფის დაწევასაც.

ამ ხელმოწერამ, როგორც ჩანს, ბოლო დროს საქართველოში ყველაზე მწვავე დისკუსიასაც დაუსვა წერტილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდგომ “გაზპრომთან” შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც საქართველო ნედლეულის სახით 10% ბუნებრივი აირს მიიღებს. ამავდროულად მიმდინარე კვირას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი. ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

ipress.ge