02/05/2024
Latest:
საზოგადოება

სოიო ძეხვეულში – რა დარღვევები აღმოჩნდა “მარშეს” და “ლიდერფუდის” ნაწარმის ეტიკეტირებაში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ძეხვეულში სოიოს შემცველობა გამოიკვლია.

“2014-2015 წლებში არაერთი თხოვნა მივიღეთ მომხმარებლებისგან ძეხვეულში სოიოს შემცველობის შემოწმების თაობაზე. კანონმდებლობით, ვინაიდან სოიოს ცილა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებაა, მისი მითითება ეტიკეტზე სავალდებულოა პროდუქტში ძალზე მცირე ოდენობით დამატების შემთხვევაშიც კი. თუმცა მომხმარებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ რიგი მეწარმეები ამ მოთხოვნას არღვევენ”

2015 წლის ივლისის ბოლოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა შემოწმებისთვის რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი შეიძინა. კერძოდ: შპს “ნიკორა”-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს “მარშეს” მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; შპს “ლიდერ-ფუდი”-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, შპს “მითანას” წარმოების სოსისი რძიანი4, შპს “კორიდა”-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს “მითანა”-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი. ცენტრის ინფორმაციით, რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული (იხ. ქვემოთ ცხრილი). დანარჩენებს ჩაუტარდათ სკრინინგი (საცდელი შემოწმება) აკრედიტაციის არ-მქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა.

მათივე ცნობით, ამ წინასწარი შედეგის გადასამოწმებლად 2015 წლის 8 აგვისტოს შევიძინეთ იგივე ძეხვეულის სინჯები, ლიტვაში, აკრედიტებულ ლაბრატორიაში გასაგზავნად. კერძოდ: ნიკორას საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ შპს “ნიკორა”-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; მაღაზია “გუდვილში” – შპს “მარშეს” მოხარშული ძეხვი საექიმო, სოსისი რძიანი და სოსისი სასკოლო; მაღაზია ზღაპარში – შპს “ლიდერ-ფუდი”-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ანალიზისათვის.

“ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით #1,#2,#3,#4 და #5 აღმოჩნდა სოიოს შემცველობა. ცხრილში შეჯამებულია ინფორმაცია ჩვენს მიერ შემოწმებულ ძეხვეულში სოიოს შემცველობისა და ამ ინფორმაციის ეტიკეტზე მითითების თაობაზე”

20872091749_d43ec5536e

speqtri.ge