08/05/2024
Latest:
საზოგადოება

ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიუსელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ავრცელებს.

როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, ინფორმაცია გადამოწმებული და დადასტურებული აქვს და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

თუმცა ჟურნალისტი არ აკონკრეტებს, როდის მოხდება ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცხადება და რა ვადებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე გადაადგილებას.
წყარო: Pia