მსოფლიო

Sony აპირებს Playstation-ის თამაშების სმარტფონებზე ადაპტირება მოახდინოს

Sony Corp.-ს ვიდეო თამაშებში ლიდერობა სურს და ამ მიზნით თამაშების სმარტფონებში ადაპტირებას აპირებს.

ელექტრონიკისა და ვიდეო თამაშების კონგლომერატი ახალ განყოფილებას, სახელწოდებით ForwardWorks Corp.-ს ქმნის, რომელიც სმარტფონებისათვის თამაშებს შექმნის. Sony კი თამაშების კორეასა და იაპონიაში გაყიდვას აპირებს. Sony-ს სურვილია, დაიბრუნოს მომხმარებლები, რომლებიც სმარტფონების მომხმარებლები არიან. ეს განსაკუთრებულად ეხება აზიის რეგიონს, სადაც მობილურის თამაშები და ფაზლების აპლიკაციები ინდუსტრიის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

კონკურენცია მზარდი და საკმაოდ მძაფრია – გასულ კვირას Nintendo-მ გამოუშვა ახალი მობილური აპლიკაცია, Miitomo, რომელიც ისეთ გავრცელებულ თამაშებს, როგორიცაა მაგალითად Super Mario Bros., სმარტფონებში შეიტანს. აპლიკაცია გადმოწერების მხრივ უკვე ლიდერია. Sony-მ მარტის დასაწყისში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით PlayStation VR სათვალე გაყიდვაში ოქტომბრიდან იქნება და მისი შეძენა $399-ად იქნება შესაძლებელი. „მობილურების ბაზარი იმდენად გაიზარდა, რომ კონკურენციას ტრადიციულ სათამაშო კონსოლებს უწევს,“ განაცხადა Sony-ს თამაშების განყოფილების წარმომადგენელმა, მასაკი ცუკაკოშიმ.

წყარო: commersant.ge