03/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს

2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს ახალი კაპიტალურად აშენებული მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს.
ბენეფიციარები 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი. შენობას აქვს უსაფრთხოების სამსახური.

თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული, სადაც მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია.

აღსანიშნავია, რომ მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე, ან პატრულის დახმარებით ხვდებიან. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ თავშესაფარში მიუსაფართა გადაყვანა დაუშვებელია.

მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს: უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო.

თუმცა, რთული მეტეროროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე.