02/05/2024
Latest:
საზოგადოება

” თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები გარკვეულწილად მოეხსნებათ”

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამით მოქალაქეებს პრობლემები გარკვეულწილად მოეხსნებათ, თუმცა გამარტივების შემთხვევაში ზარ-ზეიმის ატეხვა არ ღირს.

„რუსეთის მხრიდან გაკეთდა კომენტარები, რომ ფიქრობენ სავიზო რეჟიმის გამარტივებას. მოვისმენთ, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ დიდი დიასპორა გვყავს რუსეთში, ბევრია დაინტერესებული, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება მოხდეს, რომელიც საკმაოდ რთულია. მხედველობაში მაქვს რუსული ვიზის აღება. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები გარკვეულწილად მოეხსნებათ. ჩვენ არ ვაპირებთ, დიდი ზარ-ზეიმი ავტეხოთ ამის გამო. გამარტივდება – გამარტივდეს. სავიზო რეჟიმის მოხსნაზე არ არის საუბარი. საუბარია გარკვეული კატეგორიების გამარტივებაზე”.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]