02/05/2024
Latest:
საზოგადოება

„თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვენეტაძე გახდება, სავალუტო ფონდის რეკომენდაციები შესრულდება“

„20/30″-ის წარმომადგენელი, ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ბანკის საბჭოს ახალ წევრს კობა გვენეტაძეს მიიჩნევს.

როგორც მან „პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის ფაქტი, რომ გვენეტაძე სავალუტო ფონდში მუშაობდა, მას აძლევს იმის იმედს და ფიქრის საფუძველს, რომ ის მხარს დაუჭერს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და განახორციელებს მას.

„უნდა ყოფილიყო განხილვა, სჯა – ბაასი კონცეფციის გარშემო და მერე მომხდარიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევა. ერთადერთი, რაც მე მანუგეშებს, ის არის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი, გვენეტაძის სახით არის პროფესიონალი. მას სავალუტო ფონდში ძალიან ხანგრძლივ მისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს, შესაბამისად, იმედი იმისა, რომ, როგორც საბჭოს წევრი, ის შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და მხარს დაუჭერს რეკომენდაციების შესრულების პროცესს, ამის იმედი მაქვს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საბოლოო კანდიდატურას, ეს საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ალბათ ყველაზე პერსპექტიული ახალი სახე გვენეტაძეა და ალბათ განახლება მისი სახით უნდა მოხდეს. თუ ეს ასე მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი გარანტია, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები შესრულდება. პირი, რომელიც მუშაობდა სავალუტო ფონდში, შეუძლია სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდეს. ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ ეროვნული ბანკის მიმართ გვაქვს, სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობაა“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ეკონომისტის, კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]