მსოფლიო

“თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ”

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზად არის, სიკვდილით დასჯის შემოღებას დაუჭიროს მხარი, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მასობრივ პროსამთავრობო დემონსტრაციაზე განაცხადა.
„თუ პარლამენტი სიკდილით დასჯის აღდგენას დაამტკიცებს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა ერდოღანმა, რომლის თქმით, სიკვდილით დასჯა არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც.
გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება დროებით შეაჩერა.
რაც შეეხება სიკვდილით დასჯის საკითხს, დასავლეთში უკვე განაცხადეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.