საზოგადოება

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდა

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდა. ჩერნომორსკიდან ბათუმის მიმართულებით ბორანი კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და კვირაობით, იმოძრავებს. იმავე დღეებში განხორციელება რეისები ბათუმიდან ჩერნომორსკის მიმართულებითაც. აღნიშნულ მარშრუტზე სულ ორი ბორანი იმუშავებს.
ბილეთის ღირებულება 3 ადგილიან სალონში 1 პერსონაზე 100 დოლარი ღირს, ხოლო 2 ადგილიან სალონში კი ბილეთის ღირებულება (ერთ პერსონაზე) 115 დოლარია. ბილეთის ღირებულება მოიცავს ასევე 3-ჯერად კვებასაც.
მარშრუტის ხანგრძლივობა 42-50 საათია და ის მთლიანად მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. იმავდროულად მგზავრს 100 კგ-მდე ბარგის გადატანა უფასოდ შეუძლია. ბორნით მსუბუქი ავტომობილის გადაყვანის ტარიფი 300 დოლარია, ჯიპის ტიპის ავტომობილების კი – 350 დოლარი. ბორანის მეშვეობით შინაური ცხოველის გადაყვანის ტარიფი – 30 დოლარია.