„უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინე სრულად გაათავისუფლეს” – მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინე სრულად გაათავისუფლეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინე სრულად გაათავისუფლეს. სამხრეთით შეტევაზე ვართ გადასული, ეს არის ჩვენი მთავარი შეტევის ხაზი. მტერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავდაცვაზეა გადასული. რობოტინე სრულად გათავისუფლდა. ახლა ჩვენი ჯარები რობოტინეს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია-ტოკმაჩკას სამხრეთით მოძრაობენ” – განაცხადა მალიარმა.
როგორც მან განმარტა, საუბარია ნოვოდანილოვკას და ნოვოპროკოპოვკას, ასევე მალაია ტოკმაჩკასა და ოჩერეტოვატის მიმართულებებზე, რომლებზეც უკრაინელები წინ მიიწევენ.
მალიარის განცხადებითვე, უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს