01/03/2024
Latest:
ეკონომიკა

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ინვესტიციები გაიზრდება”

ყირგიზეთთან დღეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ინვესტიციების და გაცვლის ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”ეს არის განახლებული ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე, 90-იან წლებში დაიდო. დღეს უკვე ახალი ფორმატით, ახალი დიალოგიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლეთ.

ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ყირგიზ და ქართველ ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს საქართველოში და ყირგიზეთში განახორციელონ ინვესტიციები და განახორციელონ დაბანდება.

დღეის მდგომარეობით სამწუხაროდ, ჩვენ არ გავქვს დიდი სავაჭრო ბრუნვა ყირგიზეთთან, თუმცა ეს ბრუნვა არის დადებითი. ჩვენი ექსპორტი არის უფრო მეტი, ვიდრე იმპორტი ყირგიზეთიდან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინვესტიციები ორივე მიმართულებით გაიზრდება და ჩვენ გვქნება შესაძლებლობა, რომ სარგებელი კერძო სექტორმაც ნახოს.

გარდა გაფორმებული ხელშეკრულებისა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც არის სიგნალი კერძო სექტორისთვის, რომ უკვე შესაძლებელია, როგორც საქართველოს მხრიდან ყირგიზეთის მიმართულებით, ასევე ყირგიზეთიდან საქართველოს მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.