02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ვიმპელკომმა და ერიქსონმა პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

შპს ვიმპელკომმა (NASDAQ: VIP), საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანიამ, რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, გააკეთა განცხადება ერიქსონთან (Ericsson) (NASDAQ : ERIC) 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალურად გარდაქმნის ვიმპელკომის გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების(IT) ინფრასტრუქტურას.

პარტნიორობა გულისხმობს ვიმპელკომის IT ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას  11 ქვეყანაში და 12 დროის სარტყელში – რაც წარმოადგენს ყველაზე დიდ და ამბიციურ პროექტს საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების  ინდუსტრიის ისტორიაში. ვიმპელკომი განახორციელებს თავისი ბიზნესის მხარდაჭერის სისტემების (BSS) ინფრასტრუქტურის ციფრულ ფორმატში გადატანას და გლობალიზებას ერიკსონის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის და ქლაუდის( Cloud) ტექნოლოგიების გამოყენებით.

შეთანხმება მოიცავს ვიმპელკომის ვალდებულებას მიაწოდოს თავის მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება ინოვაციური გადაწყვეტილებების და სამრეწველო თანამშრომლობის მეშვეობით. ციფრული სტეკი (Digital Stack) დააჩქარებს

პროდუქციისა და სერვისების განვითარებას, ხოლო თითქმის რეალურ დროში ჩატარებული ანალიზური მონაცემების მიწოდება და გამოყენება შესთავაზებსმომხმარებლის სერვისების უფრო მეტად პერსონალიზირების საშუალებას.  გარდა ამისა, მარტივი ინტერფეისი, ასევე გააძლიერებს მომხმარებლის  გამოცდილებასნებისმიერ დონეზე.

ჟან-ივს შარლი, ვიმპელკომის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: “წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ფუნდამენტურ  მოვლენას ჩვენს ტრანსფორმაციაში, რადგან ჩვენი სტრატეგიითმივისწრაფით წინ, რათა ვაქციოთ ვიმპელკომი ჭეშმარიტ ციფრულ კომპანიად. ახალი ციფრული სტეკი (Digital Stack) დაგვეხმარება უკეთ მოვახდინოთ რეაგირება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებზე, და ამავე დროს დაგვეხმარება განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესის ცენტრალიზება და გამარტივება, შევქმნათ მოქნილი და სხარტი ოპერაციები, რომელიც ჩამოაყალიბებსხარჯების უფრო ეფექტურ სტრუქტურას ჩვენს გლობალურ ბიზნესში”.

ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, ვიმპელკომის IT სისტემების მართვა გახდება უფრო მოსახერხებელი, მარტივი და მეტად მომზადებული მომავლისათვის, ვინაიდან კომპანია გეგმავს მიაწოდოს მომხმარებელს ახალი ციფრული მომსახურება მოწინავე ქსელების დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვეპარამეტრებისა და მომსახურების უზრუნველყოფას. საოპერაციო ხარჯების *მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, გაუმჯობესებული ტექნოლოგიისსტრუქტურა საშუალებას მისცემს ვიმპელკომს უფრო სწრაფად მოახდინოსსაკუთარი ციფრული ინოვაციური სტრატეგიის მონიტორინგი, კერძოდ, მობილური გართობის, კომუნიკაციის, ფიზიკური ობიექტების ინტერნეტის (IOT), და მობილური ფინანსური მომსახურების ( MFS) სფეროში. გარდა ციფრული მომსახურების ფართო არჩევანის შეთავაზებისა, ვიმპელკომიშესძლებსმიაწოდოს მომხმარებელს პერსონალიზირებულიშეთავაზებები, უწყვეტი ონლაინ მომსახურების გამოცდილება და გამარტივებული და მთლიანად ციფრული მომსახურების სიჩქარე და კომფორტულობა.

ვიმპელკომი, რომელსაც აქვს წვდომა მსოფლიოს მოსახლეობის 10 პროცენტზე, ასრულებს უნიკალურფუნქციას ციფრული გაძლიერების უზრუნველყოფაში მომხმარებლისათვის, განსაკუთრებით კი განვითარებად ბაზრებზე, რომლებიცმხოლოდ ახლა იწყებენ 3G და 4G LTE ტექნოლოგიის გამოყენებას.

ჰანს ვესტბერგმა, ერიკსონის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “სრულად უერთიერთდაკავშირებულ სამყაროშიწარმატების მისაღწევად, ოპერატორებს ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის შესრულება, მოქნილობა და ეფექტურობა. ერიკსონის უნიკალური BSS, როგორც სერვის კონცეფცია, რომელსაც თან ერთვისუმაღლესი ხარისხის მომსახურება და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, დაეხმარება ვიმპელკომს აღნიშნული ამბიციების რეალიზებაში კომპანიის პოზიციონირებით შემდგომი ზრდის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ICT შეცვლის ინდუსტრიას გლობალურად. “

გლობალური სტრატეგიული პარტნიორობა ვიმპელკომსა და ერიკსონს შორის წარმოადგენს ორივე კომპანიის ვალდებულებასმიაწოდონ ახალი ციფრული მომსახურება ვიმპელკომის მომხმარებელს. როგორც სანდო პარტნიორი, ერიკსონი უზრუნველყოფს ვიმპელკომის სრულციფრულ ტრანსფორმაციას, რაცგულისხმობს ახალი ციფრული BSS გარემოს მართვასა და ოპერირებას Cloud-ზე დაფუძნებული ციფრული მხარდაჭერის სისტემის არქიტექტურის გამოყენებით, რომელსაც უხელმძღვანელებს ერიკსონის შემოსავლების მენეჯერი.

გიორგი ტყეშელაშვილმა,ბილაინის გენერალურმა დირექტორმა  განაცხადა: “მომავალი გულისხმობს რეალურ დროში შეთავაზებების პერსონალიზირებას და მათი შესაბამისობის და მიზიდულობის უზრუნველყოფას ჩვენი მომხმარებლისათვის, რომელიც იყენებს ციფრულ სერვისებს. აღნიშნულიტექნოლოგიური ცვლილება წარმოადგენს უზარმაზარ ნახტომს ჩვენი ჯგუფისთვის და წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიის ნაწილს,რაც გულისხმობსტრანსფორმაციას დინამიურ ბიზნესად,რომელსაც ესმის და რეაგირებს მომხმარებლის ციფრულმოთხოვნებზე. მხოლოდ ინვესტირება უახლესტექნოლოგიებში და  მთლიანი გაციფრულება საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ მომხმარებელს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი მომსახურება მხარდაჭერილი სამომავლო ქსელების მეშვეობით როგორიცაა 4G LTE და სხვა”.

* პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, ვიმპელკომის გუნდი შეამცირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარჯების50 პროცენტზე მეტს (opex და capex) მესამე წელიწადისთვის, რაც შეადგენს ჯგუფის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 2 პროცენტის თანაფარდობას. ამგვარი ეფექტურობის სარგებელი უკვე შეტანილია სამიზნე 750 მილიონი აშშ დოლარის ფულადი ნაკადის გაუმჯობესებაში, რომელიც გასაჯაროვდა ბაზრისთვის 2015 წლისაგვისტოში. პროექტთან დაკავშირებული ხარჯები და ინვესტიცია შედის ვიმპელკომის 2016 წლის ფინანსურ დოკუმენტაციებში, რომელშიც პირველი კვარტლის შედეგები გასაჯაროვდა 2016 წლის 12 მაისში. ერიკსონთან გაფორმებული ხელშეკრულება გათვლილია შვიდ წელიწადზე, თუმცა სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ვიმპელკომის შესახებ

ვიმპელკომი (NASDAQ: VIP) არის საერთაშორისო კომუნიკაციების და ტექნოლოგიების კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში და მისი მიზანია შესთავაზოს ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებს, რომლებიც ახდენენ ნავიგაციას ციფრულ სამყაროში. ვიმპელკომი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე დინამიურ ბაზრებზე, აწვდის 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს ხმოვან, ფიქსირებულ ფართოზოლოვან, მონაცემთა და ციფრულ მომსახურებას. ვიმპელკომის როგორც ტექნოლოგიების პიონერის მემკვიდრეობას წარმოადგენს ტრანსფორმაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ სამყაროს მიწოდებაზეთითოეული და ყველა მომხმარებლისათვის. ვიმპელკომი სთავაზობს მომსახურებას თავის მომხმარებელს 14 ბაზარზე, მათ შორის რუსეთში, იტალიაში, ალჟირში, პაკისტანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, საქართველოში, ლაოსში, და ზიმბაბვეში. ვიმპელკომი ოპერირებს ბრენდული სახელწოდებებით როგორიცაა “ბილაინი”, “კივსტარი”, “უინდი”, “მობილინკი”, “ბანგალინკი”, “ტელესელი” და “დჯეზი”. დაგვიმეგორდით Twitter @VimpelCom და ეწვიეთ ბლოგს მისამართზე @ blog.vimpelcom.com ან ვებგვერდს @http: //www.vimpelcom.com

ერიქსონის შესახებ

ერიკსონი არის ქსელური საზოგადოების მამოძრავებელი ძალა – მსოფლიო ლიდერი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და მომსახურების სფეროში. ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ძირითად სატელესაკომუნიკაციო ოპერატორთან მისცემს საშუალებას ადამიანებს, კომპანიებს და საზოგადოებას მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და უზრუნველყონ უფრო მდგრადი მომავალი. ჩვენი სერვისები, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით მობილურობის, ინტერნეტის და ქლაუდის კუთხით – საშუალებას აძლევს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიას და სხვა სექტორებს გააუმჯობესონ  ბიზნესი, გაზარდონ ეფექტურობა, გააუმჯობესონ მომხმარებლის  გამოცდილება და გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები.

მსოფლიოს 180 ქვეყანაში დაახლოებით 115,000 პროფესიონალი თანამშრომლის და მომხმარებლის დახმარებით, ჩვენ ვანხორციელებთ გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიების და სერვისებისმიწოდებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქსელებს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ 2.5 მილიარდზე მეტ აბონენტს. მსოფლიოს მობილური ტრეფიკის ორმოცი პროცენტი  ხორციელდება  ერიკსონის ქსელების მეშვეობით, ხოლო ჩვენი ინვესტიციები კვლევებსა და განვითარებაში უზრუნველყოფს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები – და ჩვენი მომხმარებელი – დარჩეს ყოველთვის წინა პლანზე.

1876 წელს დაფუძნებული ერიკსონისსათაოოფისი მდებარეობს ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთი. წმინდა გაყიდვებმა 2015 წელს შეადგინა 246.9 მილიარდი შვედური კრონა (USD 29.4 მილიარდი). ერიკსონი წარმოდგენილია NASDAQ OMX საფონდო ბირჟაზე სტოკჰოლმში და NASDAQ ნიუ იორკში.