“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა”
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან მიმართებაში ევროკავშირს კითხვები არ აქვს.
“უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მხრიდან დავალებები შესრულებულია ფრიადზე. აქ კითხვები არ არსებობს”,
– განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო, თუმცა ქართული მხარის ინფორმაციით, აღნიშნული მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება და საქართველოსთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.