ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო.