საზოგადოება

წლის ბოლომდე დედაქალაქს 6 საბავშვო ბაღი შეემატება

წლის ბოლომდე დედაქალაქს 6 საბავშვო ბაღი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში განაცხადეს.

როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, წლის ბოლომდე დედაქალაქს 6 საბავშვო ბაღი შეემატება, მომავალი წლისთვის კი ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობაა დაგეგმილი. წინა წელთან შედარებით ჩვენ შევძელით ბაღებში 5 ათასი ბავშვით მეტი მიგვეღო.

ასევე იგეგმება რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღის გახსნა, რაც ასეულობით აღსაზრდელის ჩარიცხვის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ საკვები პროდუქტის შესყიდვის მიზნით, ბაგა-ბაღებში გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრა. თამარ ტალიაშვილის თქმით, ოპონენტ კოლეგებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ცდილობენ იმ წარმატების გადაფარვას, რაც ბავშვების ჯანსაღი კვებისათვის ხორციელდება. “ელექტრონული ტენდერები გამჭვირვალეა და ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.