08/05/2024
Latest:
მსოფლიო

ყველაზე მდიდარი ადამიანები 20 წლის ასაკში და დიდი წარმატების საფუძვლები

ყველამ კარგად ვიცით, რომ მილიონობით დოლარის შოვნა და წარმატების მიღწევა მარტივი ნამდვილად არ არის და ისეთი დიდი კომპანიებიც, როგორებიცაა “Apple”, “Microsoft” და სხვები ერთი ხელის მოსმით არ შექმნილა, უამრავი შრომა ჩაიდო მათში.

საიდან მოდის წარმატება? რომელ ასაკში? საინტერესოა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ვინ იყვნენ ტექნო გიგანტები და ის ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს 20-25 წლის ასაკში?

ახალგაზრდებო ეს სტატია თქვენთვისაა:

1. სტივ ჯობსი – 25 წლის ასაკში უკვე ჩაუდგა სათავეში კომპანიას და გახდა სამიდან ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. 1980 წელს, უკვე 1.2 მილიარდს შეადგენდა კომპანიის ქონება და უმდიდრესი მამაკაცი გახლდათ. მოგვიანებით, აღნიშნა, რომ არასდროს მიუცია უფლება ფულისთვის მისი ცხოვრება გაენადგურებინა.

2. ლარი ელისონი – 22 წლის ასაკში კალიფორნიიდან გადმოსვლის შემდეგ, შეისწავლა კომპიუტერული ტექნოლოგიები. მან აღმოაჩინა უცნაური ტექნიკური სამუშაოები, მუშაობდა Fireman’s Fund, Wells Fargo, და AMPEX-ში და საბოლოოდ, როცა მასზე ყველამ ჩაიქნია ხელი, შექმნა კომპანია “Oracle” და დღესდღეობით მილიარდელია.

3. 24 წლის ასაკში, “Amazon”-ის მომავალი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მუშაობდა საბანკო ინსტიტუტების განვითარების სისტემებში.

4. სანამ 25 წელი შეუსრულდებოდა, ელონ მასკმა დაარსა პირველი კომპანია “Zip2″, რომელიც უზრუნველჰყოფდა ბიზნეს სახელმძღვანელოებს და რუკებს.

5. მარისა მაიერი – 20 წლის ასაკში გუგლის რიგით მეოცე თანამშრომელი გახლდათ და ამასთანავე კომპანიის პირველი ინჟინერი ქალი. მან კომპანიაში იმუშავა 13 წელი და ბოლოს გადავიდა Yahoo-ს აღმასრულებელ დირექტორად. როგორც თვითონ ყვება, გასაუბრება გუგლში გაიარა 1999 წელს, პინგ-პონგის მაგიდაზე, რომელიც ამავდროულად კომპანიის საკონფერენციო მაგიდა გახლდათ.

6. მარკ ცუკერბერგმა 25 წლამდე ძალიან ბევრი იშრომა ფეისბუქისთვის. 2009 წელს, ქსელს კარგი შემოსავალი ჰქონდა და 300 მილიონი მომხმარებელი, მისი განვითარების და წარმატების ისტორია კი ყველამ კარგად ვიცით.

7. ერიკ შმიდტი 6 წელი სწავლობდა ბაკალვრის ხარისხის მისაღებად, 27 წლის ასაკში, კომპიუტერულ სფეროში მუშაობდა, პროგრამული უზრუნველყოფის მმართველად. უამრავი შრომის შედეგად დაარსა “Alphabet” ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კონგლომერაცია. ახალგაზრდულ წელბზე ის ამბობს, რომ ღამე არ ეძინა, ვინაიდან კომპიუტერები ღამე უფრო სწრაფად მუშაობდნენ.

8. შერილ სანდბერგმ ა25 წლის ასაკში დაასრულა სწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზე ჰარვადში. მუშაობდა ყოფილ ლექტორტან, მენტორთან და მომავალ სახაზინო მდივანთან ლარი სამერთან ერთად. შემდეგ მუშაობდა McKinsey-სთან, 29 წლის ასაკში იყო სამერის გუნდის ხელმძღვანელი, შემდგომ კი ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ფინანსთა მინისტრი გახდა.

9. 21 წლის ბილ გეიტსმა პოლ ალენთან ერთად მაიკროსოფტი დაარსა და მას შემდეგ დიდი შრომის შედეგად მიაღწია წარმატებას.

10. 25 წლის ასაკში ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა გუგლი დააარსეს. ეს მოხდა 1998 წელს.

11. ივან სპილბერგმა 21 წლის ასაკში მიაღწია წარმატებას SnapChat-ის გამოგონებით და ყველაზე აახალგაზრდა მილიარდელია.

12. მაიკლ დელმა 19 წლის ასაკში დაიწყო კომპიუტერების გაყიდვა და შემდეგ თავისი კომპანიაც დაარსა Dell Computer Corporation, რომლის მეშვეობით 30 მილიონი მოიპოვა.

წყარო: wom.ge