17/05/2024
Latest:
მსოფლიო

2015 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

გამომცემლობა „ბლუმბერგმა“ წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა. სტატიის შესავალში ნათქვამია, რომ „ბიზნეს სკოლას (MBA) ორწლიან „ჯობ ინტერვიუს“ უწოდებენ“.

სტატიის ავტორების აზრით, სტუდენტები 100 ათას დოლარზე მეტს იმის იმედში იხდიან, რომ საბოლოოდ დამაკმაყოფილებელ, მაღალანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. რეიტინგი სწორედ ამ ნიშნით დგება. რეიტინგი ხუთი კრიტერიუმით შეადგინეს: • დამსაქმებლის გამოკითხვა: როგორ უნარ-ჩვევებს ეძებენ დამსაქმებლები და რომელი ბიზნეს სკოლა ასწავლის მათ; • კურსდამთავრებულთა გამოკითხვა: როგორ შეიცვალა 2007-2009 წლების კურსდამთავრებულების კარიერა ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ; • სტუდენტთა გამოკითხვა: როგორი ვითარებაა დღეს ბიზნეს სკოლებში; • დასაქმების მაჩვენებლები: კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ უახლესი მონაცემები; • საწყისი ხელფასი: ხელფასი, რომელსაც დასაქმებულები ბიზნეს სკოლის დამთავრებისთანავე იღებენ.

ამერიკულ ბიზნეს სკოლებში შორის პირველი ადგილი ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ აიღო, მას ჩიკაგოს ბიზნეს სკოლა მოჰყვება. მესამე ადგილი ჩრდილოდასავლეთ უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლამ მიიღო. ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ჰარვარდის ბიზნეს სკოლა; 2. ჩიკაგოს ბიზნეს სკოლა; 3. ჩრდილოდასავლეთ უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლა; 4. სლოუნის მენეჯმენტის სკოლა; 5. პენსილავანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლა; 6. კოლუმბიის ბიზნეს სკოლა; 7. სტანფორდის ბიზნეს სკოლა; 8. დიუკის უნივერსიტეტის ფუკუას ბიზნეს სკოლა; 9. ბერკლის უნივერსიტეტის ჰაასის ბიზნეს სკოლა; 10. მიჩგანის უნივერსიტეტის როსის ბიზნეს სკოლა.

არაამერიკულ ბიზნეს სკოლებს შორის პირველობა ლონდონში მდებარე რიჩარდ ივის ბიზნეს სკოლამ შეინარჩუნა. საუკეთესო არაამერიკული ბიზნეს სკოლების ათეული ასეთია: 1. რიჩარდ ივის ბიზნეს სკოლა; 2. ლონდონის ბიზნეს სკოლა; 3. ინსედი (მსოფლიო ბიზნეს სკოლა); 4. მადრიდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა; 5. მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტი (IMD); 6. ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნეს სკოლა; 7. ბარსელონას იესეს ბიზნეს სკოლა; 8. კემბრიჯის ბიზნეს სკოლა; 9. ქუინის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა; 10. პარიზის ბიზნეს სკოლა (HEC Paris).

წყარო: commersant.ge